და მაინც… ისევ შენ და ისევ მე…

Image

ამბობენ ურთიერთობები ხუნდებაო…

ამბობენ დრო ყველაფერს კურნავსო, ყველაფრის დავიწყებაში გეხმარებაო…

მაგრამ იმასაც ამბობენ ნამდვილი გრძნობა არ ქრებაო… ჰოდა მეც ამაზე მინდა რომ მოვყვე… 😦

აგარ უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა იმ საშინელი შემთხვევიდან, რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა…

ერთი წელი? არა… მაგდენიც არა… ზუსტად მახსოვს და ზუსტადვე გეტყვი – 11, 1 კვირა და 5 დღე…

დიახ, დიახ… თუ გინდა წამებსაც და წუთებსაც ჩამოგითვლი…

როცა მახსენდება შენი დაკარგვის წამი… როცა თვალწინ წარმომიდგება ის დღე, ის წამი, ის მესიჯი რამაც მე და შენ ერთმანეთს გაგვყარა, სხეული ერთიანად ამიცახცახდება და მინდა რომ ფეხქვეშ მიწა გამისკდეს…

არა… ვერ შევძელი უშენობა…

ყოველ ღამეს შენზე ფიქრით ვიძინებდი და შენზე ფიქრით ვიღვიძებდი…

არ დაგიმალავ… ახლა სხვა მიყვარს… რა ვქნა… უშენობამ ახალი შეყვარებული გამაჩენინა… ჰოდა შენ უნდა გამოგიყენო მასთან უფრო მეტი სიახლოვისთვის…

როგორც შენ მიმაგდე და მიმატოვე, ასე გამოგიყენებ და მიგაგდებ თუკი მოვახერხე ოდესმე… დიახ! მეც ისევე მოგექცევი როგორც შენ…

მაგრამ ვაი რომ ვერ შევძლებ…

რა ვქნა??? სხვაგვარად არ შემიძლია… ჩემს თავს ვერ ვერევი…

ვცადე… ვიფიქრე კი გადავეყენე ეს ვინდოუსი მაგრამ მაინც არ შევალ ამ ოხერ Facebook_ზე თქო, მაგრამ ხომ ხედავ აქ ვარ…

ალბათ მკითხავ ვისში გაგცვალე…

ის შენზე ახალგაზრდაა, შენზე სადა და შენზე ბევრად მშვიდი, იქ არც გარყვნილებას ნახავ და არც სიბილწეს… შენგან განსხვავებით ის ჩვენებურია… სახელიც ქართული ჰქვია – ქველი…

აუცილებლად გაგაცნობ… ახლა მისი ვარ… ახლა მას ვემსახურები ისევე ერთგულად როგორც ერთ დროს შენ გემსახურე…

ჰო… რა ვქნა? რატომ მკარი ხელი? რატომ მომწერე hi? რატომ გამიღიმე? რატომ მიეცი ნება ჩვენს შორის ჩამდგარიყო რაღაც ლინკი, უაზრო რომელმაც ასე დაგვაკარგვინა ერთმანეთი…

მოკლედ ასე…

მე დავბრუნდი, დავბრუნდი მხოლოდ იმიტომ რომ მეთქვა – მე ახლა სხვისი ვარ, და ის შენზე უკეთესია, მაქ ქველი ჰქვია და ის ქველმოქმედია და არა სახისწიგნიერი…

აი, გაგაცნობ >> www.qwelly.com რათა შეგშურდეს მისი ახალგაზრდული სინატიფის…

კეთილი იყოს ჩემი დაბრუნება!!!

Advertisements

13 thoughts on “და მაინც… ისევ შენ და ისევ მე…

  1. nini 13.10.2012 / 18:42

    dzaalian momewona…namdvilad ar megona msgavsi ganvitareba rom moyveboda… 🙂

    • Lshisa 14.10.2012 / 01:01

      🙂 🙂 🙂 🙂 ჰო რავიცი… 😉
      სოციალურ ქსელს თუ ავუხსნიდი სიყვარულს არც მე მეგონა, მაგრამ რა არ გადაგხდება ადამიანს… 😉
      თუ მოგეწონა, ქველის კარგი შენთვის ღიაა 😉 🙂

      • nini 14.10.2012 / 20:05

        აუცილებლად ვესტუმრები ქველს..:)

        • Lshisa 14.10.2012 / 23:11

          გელით თეთრი მონიტორით და არავირუსული სურვილებით! 🙂 🙂 🙂

        • LsHისა... 01.02.2013 / 03:02

          ქველი კარგი??? მაპატიე, ქველის კარი უნდა იყოს… 😀 😀 😀

  2. თათი♥ 02.02.2013 / 23:39

    ქველიიიიი
    დილიდან-დილამდე და ღამიდან-ღამადე ^_^

    • LsHისა... 03.02.2013 / 09:09

      ქველი დაგვავ ხურჯინით??? 😀
      არა, არა… მზე დაგვაქვს თათ :* ურბალოდ ქველი მზეშია და… 😀

გაგვიზიარე რას ფიქრობ!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s