პეროელების ამბავის გაგრძელება

არ ვიცი რატომ, მაგრამ გიორგი კონტუაძეს საკმაოდ კარგი სტატია ეწერა Azrebi.ge_ზე. მერე წაიშალა ის სტატია, მერე ისევ დაბრუნდა. მოკლედ, ვგულისხმობ “მე შენ და “პერო” – ხალხი“… ლინკიც აგერაა სათაურში, თუ მუშაობს ხომ კარგი.

სტატიას სათაურად ჰქვია “მე, შენ და “პერო”-ხალხი”…

სტატია ეძღვნება დღევანდელი ახალგაზრდობის “ჭკ. თანამედროვეობას ” და ავტორის თხოვნაა გვერდში დავუდგეთ და ორიოდე სიტყვა ვთქვათ ანდა უბრალოდ აზრი გამოვხატოთ…

 

პრობლემა რომელზეც გიორგი საუბრობდა ჩემი თვალთახედვიდან ასე გამოიყურება: “მე მიდა ვიყო კაი ტიპი”

– შე დალოცვილო, იყავი კაი ტიპი, იყავი, მაგრამ მე რა დაგიშავე? შენი კაი ტიპობით ჩემს ნერვებს რატომ უქმნი საფრთხეს? 🙂

თემა საკმაოდ ფართოა და მე კაი ტიპობის ერთ ელემენტზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას.

ჩ ა ც მ უ ლ ო ბ ა  (ზმანი < ეს რა არის არც ვიცი…)

ბევრს საუბრობენ იმაზე რომ ჩაცმულობა ვისაც როგორი უნდა ისეთი უნდა ჰქონდეს… მერე საუბრობენ იმაზე, რომ მე ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავსო. მოკლედ, დაობენ იმაზე რომ გემოვნებაზე არ დაობენ.

ავიღოთ თანამედროვე თინეიჯერი ბიჭის ჩაცმულობიდან რამდენიმე დეტალი დალოგიკის თვალი შევავლოთ მას.

შარვალი

სამწუხარო რეალობა ისაა, რომ რომელ შარვალსაც ახლა აღვწერ მისი სახელი მე (“გოიმმა”) არ ვიცი.

შარვალი ასე გამოიყურება.

რაც შეიძლება მოკლე (სიგრძეში), რაც შეიძლება ფართე (სიგანეში), რაც შეიძლება გახეხილ-გარცრეცილი (მუხლებთან),  რაც შეიძლება გრძელი (უბის არეში), რაც შეიძლება დაბალ წელზე (ტრუსის გადამარიაჟებლად), უნდა ჰქონდეს ქამარი (გახსნილი) და რაც შეიძლება გრძელი პაჟები (მიწაზე რომ ეთრეოდეს).

შედეგი: მთელი დღე შარვალი უნდა ისწოროს და ფაქტიურად ხელით ეჭიროს.

რომ ჰკითხო ასე რატომ გაცვიაო: – ასე მისწორდება ძმაო! კომფორტულია რა…

ჯერ ერთი რა ეტყობა ამას გასწორებულისა და მეორე, განა კომფორტულია შარვლის “ტარება?” რავიცი, არვიცი… ეგებ არის კიდეც.

განვაგრძოთ…

თმა

არც ამ ვარცხნილობის სახელი ვიცი.

აღწერა: მარჯვენა ან მარცხენა მხარეს კეფიდან წამოღებული და ჩამოყრილი თმები. მერე მუდმივად თავის ქიცინი (ხელი იღლება კაცო) და თმის გასწორება ისე, როგორც რომელიმე წარმატებული შამპუნის რეკლამაში მოდელები ისწორებენ ხოლმე…

აი ფოტო მასალა ასეთი “პრიჩოსკის” ერთი <არადა რა ლამაზი თვალები აქვს, რისთვის იბრმავებ შე დალოცვილო. და მეორე <ეს ჯერ მთლად ბავშვია.

დამერწმუნეთ აქ მოყვანილი ფოტოები იყო ყველაზე უფრო “კეთილშობილი” მაგალითი იმ ვარცხნილობებისა რომლებსაც ქართველ თანატოლებში შევხვედრივარ…

როგორც დაგპირდით ორიოდ სიტყვას ვიტყვითქო… ამიტომ აქ დავამთავრებ…

გოგონები რომ არ გავანაწყენოთ…

თითოოროლა დეტალი მდედრებისგან… 🙂

“- ვერ ვიტან ასეთ ხამ ბიჭებს რა, ნახე როგორი მიყურებს… რა იყო ფეხები არ გინახავს?”

– ფეხები კი მინახავს მაგრამ მთელი დენგიდუნიის დასანახად მოშიშვლებული არა (ამას ადრე ვამბობდი, ახლა აღარ მიკვირს)… 🙂

მერე იტყვიან ბიჭებს ფანტაზია აღარ აქვთ და გოგოებისადმი ინტერესიც დაეკარგათო…

რაღას ინტერესი უნდა მქონდეს როცა ყველაფერი ხელისგულზეა გადმოშლილი?

ალბათ საღ აზროვნებას მოკლედბულია და ვერც დავეთანხმები იმას რომ “ფეხტიტველა” გოგო გარყვნილია. ასეთი აზრები არ მაწუხებს. მე ის მაწუხებს რომ ეს “სიტიტვლე” გამოწვეულია კომპლექსებით. კომპლექსით რომელსაც ჰქვია “თვალი გამაყოლონ”. ჩემო კარგებო თუ ხარ თვალგასაყოლებელი გრძელ კაბაშიაც გამოგაყოლებენ თვალს და კიდევ უფრო დიდი ინტერესით, ხოლო თუ არა, “მოკლე კაბა და ალისფერი” მხოლოდ და მხოლოდ ვულგარულობად აღიქმება ბიჭის თვალში. ახლა მეტყვი მე მსიამოვნებს და მიტომ ვიცვამ ასეო… რა გსიამოვნებს? ფეხი-ფეხზე რომ ვერ გადაგიდია და გემრიელად ვერ მოკალათებულხარ სავარძელში იმის გამო რომ რომელიმე ვაჟიშვილმა/ვაჟბატონმა ზედმეტი თვალშტერება არ გამოიჩინოს? განა სასიამოვნოა არაკომფორტულობა? რავიცი, არვიცი… ეგებ არის კიდეც.

ვერაფერს ვამბობ რაპუნცელისდრაკონისფერ, ბრონზისფერ, ბაციბაყაყისფერ და სხვა მრავალფერ თმებზე… ვერაფერს ვამბობ იმიტომ რომ ჯერ ეს ჩემთვის შეუცნობელი ფენომენია… 🙂

————————————————————————

როდესაც ამაზე ვსაუბრობ ჩემს გარშემომყოფთა შორის პასუხები ასეთია:

კაი რა! / მოიცა თუ ძმა ხარ! / მაგას ვინღა უყურებს! / ნეტა შენ, მოგცლია! / ეგ შენ გირიკინებენ ცოტა! / რა შენი საქმეა! / აუ მართლა ბაზრობ?! (ირონიით) / და სხვა მრავალი…

———————————————————————–

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო…

ჩემო კარგო ახალგაზრდებო!

ჩემს ჩაცმულობას ბევრი უწოდებს უგემოვნოს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის მართლაც რომ კომფორტულია და არც მაინცდამაინც – “დედა რა გაცვია”…

ჩაცმაზე იმიტომ დავიწყე საუბარი რომ ადამიანი როგორადაც თავს მო_გაჩვენებს (ჩაცმულობა სწორედ ესაა) თითქმის ისეთია შინაგანადაც…

ავყვები გიორგის აზრს, ცოტა საჩომოდ შემოვასხვაფერებ და გეტყვით: “თავისუფლება გამოვხატოთ თავის(სხეულის) უფლობაში, დავეუფლოთ ჩვენს თავს, მოვთოკოთ და წარვმართოთ იქითკენ საითაც უმჯობესია და არა იქით საითაც მიგვიწევს სხეული.”

უმჯობესის შესახებ საუბარი კი ჩემგან არავის ესმინება და ეს ნახევრადმორალი უკვე მოსაბეზრებელიცაა… 🙂

მოკლედ ასე და ამგვარად… 🙂

Advertisements

One thought on “პეროელების ამბავის გაგრძელება

  1. Lshisa 05.03.2012 / 01:52

    აუ, ხანდახან რა უაზრობებს ვწერ… 🙂

გაგვიზიარე რას ფიქრობ!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s